ჩოგბურთი

21:35 | 17.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის მეოთხედფინალშია

საქართველოს საუკეთესი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის მეოთხედფინალშია. 29 წლის ჩოგბურთელმა მერვედფინალში ფრანგი არტურ რინდერკნეხი ორ სეტში 6:2, 7:5 დაამარცხა.

შეხვედრა საათსა და 21 წუთს გაგრძელდა და ქართველი უპირატესობას ფლობდა. პირველ სეტში ნიკოლოზს პრობლემა არ ჰქონია და ნახევარ საათში მოიგო, ხოლო მეორე სეტი უფრო დაძაბული გამოდგა, მაგრამ საბოლოოდ ბასილაშვილმა თამაშის გამარჯვებამდე მიიყვანა.

ჩვენებურს თითო ეისი და ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ხოლო ფრანგმა 12 ეისი მიითვალა და ორმაგი შეცდომა ერთხელ დაუშვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰალეს ტურნირზე ორი საკვალიფიკაციო მატჩი მოიგო, ძირითად ბადეში კი რინდერკნეხამდე მისივე თანამემამულე ჟილ სიმონი დაამარცხა.

ბასილაშვილი მეოთხედფინალში სამხრეთ აფრიკელ ლოიდ ჯორჯ ჰარისს შეხვდება, რომელიც რეიტინგის 51-ე ნომერია და ქართველ ჩოგბურთელთან არასდროს უთამაშია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - არტურ რინდერკნეხი 2:0 (6:2, 7:5)

0.15615