ჩოგბურთი

20:58 | 16.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

როჯერ ფედერერი ჰალეს ტურნირს გამოეთიშა

ჰალეს ტურნირის მერვედფინალში როჯერ ფედერერი ფელიქს ოჟე-ალიასიმეს შეხვდა და 6:4, 3:6, 6:2 დამარცხდა. აღნიშნული ტურნირის ათგზის გამარჯვებულმა პირველი შეხვედრა ილია ივაშკას მოუგო, თუმცა კანადელის ბარიერი ვერ გადალახა. შვეიცარიელი მოქმედი ჩემპიონი იყო და 250 ქულის დაცვა ვერ შეძლო.

აღნიშნული შეხვედრის გარდა მერვედფინალში ფილიპ კოლშრაიბერმა კორენტინ მოუტე 6:4, 7:6 დაამარცხა, ხოლო ანდრეი რუბლიოვმა ჯორდან ტომპსონს სძლია - 6:4, 6:4. 17 ივნისს ამავე ტურნირის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი არტურ რინდერკნეხს დაუპირისპირდება.

0.122302