ჩოგბურთი

2:50 | 15.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

უიმბლდონის ერთეულთა ფინალებზე ტრიბუნები სრულად შეივსება

წლევანდელი უიმბლდონის ფინალები, ოლ ინგლენდ კლაბის ცენტრალურ კორტზე, სრულად ავსებული ტრიბუნების წინაშე გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან, ეს იქნება გაერთიანებულ სამეფოში პირველი სპორტული შეჯიბრი, რომელიც სავსე ტრიბუნის აკომპანმენტით ჩატარდება.

ასე იმის მიუხედავად გადაწყდა, რომ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა, პანდემიური შეზღუდვების ბოლო ეტაპის საბოლოო ეტაპი, 19 ივლისამდე გადაიდო.

„ჩვენ ამ საკითხზე, მთავრობასთან და ჯანდაცვის ორგანიზაციებთან ერთად ვიმუშავეთ, რის შემდგაც გადაწყდა, რომ უიმბლდონის 2021 წლის ჩემპიონატის დროს, ტრიბუნები 50 პროცენტით შეივსება, ფინალებზე კი ცენტრალურ კორტზე ტრიბუნები სრულად შეივსება და მათ 15 000 მაყურებელი დაესწრება“, - ნათქვამია ოლ ინგლენდ კლაბის განცხადებაში.

უიმბლდონი გასულ სეზონში, სწორედ პანდემიის გამო არ ჩატარდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ბალახის დიდი სლემის ტურნირი არ გამართულა.

თეგებიუიმბლდონი
0.115007