ფეხბურთი

11:24 | 8.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ დეპაის გაუმჯობესებული პირობები შესთავაზა

„ბარსელონა“ მემფის დეპაის კონტრაქტზე მუშაობას აგრძელებს. ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს, რომ კატალონიელებმა 27 წლის თავდამსხმელს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს გაუმჯობესებული პირობებით. ფეხბურთელი ამ თვის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება, რადგან მას „ლიონთან“ კონტრაქტის ვადა ეწურება.

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობას სურს ხელშეკრულება მალევე გააფორმოს, რათა ჟორჟინიო ვეინალდუმის ისტორია არ განმეორდეს. მოგეხსენებათ, ლივერპულელი თითქმის უკვე „ბარსას“ ფეხბურთელი იყო, მაგრამ, ბოლო მომენტში „პარი სენ-ჟერმენმა“ უკეთესი პირობები შესთავაზა და ნიდერლანდელიც პარიზულ კლუბში აღმოჩნდა.

მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონა“ დეპაის წელიწადში ჯამაგირად 5 მილიონ ევროს გადაუხდიდა. ის „ლიონის“ ღირსებას 2017 წლიდან იცავს.

გასულ კვირას კი ნიდერლანდების ეროვნულ გუნდში საქართველოს ნაკრების წინაარმდეგ ითამაშა (3:0) და პირველი გოლი პენალტით, სწორედ მან გაგვიტანა. ვეინალდუმის მინდვრიდან გასვლის შემდეგ კი კაპიტნის სამკლავური მოირგო.

0.155261