კალათბურთი

13:22 | 22.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

თად მაკფადენის 5 სამქულიანი და 24 ქულა ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას 37-ე ტურში საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა თად მაკფადენმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა. მისი ლიდერობით "ბურგოსმა" "ესტუდიანტესი" სტუმრად 88:82 დაამარცხა.

მაკფადენმა 27:17 წუთში 24 ქულა და 1 პასი მიითვალა. თადმა 7-დან 3 ორქულიანი, 9-დან 5 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა, 24 ქულით კი ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო.

"ბურგოსი" 21 მოგებით და 14 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 23 მაისს, "მონბუსთან" გამართავს.

0.144773