ფეხბურთი

19:26 | 19.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მალიორკა" ლა ლიგაში დაბრუნდა

საფეხბურთო კლუბი "მალიორკა" ლა ლიგას დაუბრუნდა. ლუის გარსიას გუნდმა ლა ლიგა 2-ში მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა უმაღლეს დივიზიონში თამაშის უფლება.

18 მაისს გიორგი მაკარიძის გუნდმა "ალმერიამ" "კარტახენასთან" სტუმრად 2:3 წააგო და "მალიორკას" ორი ტურით ადრე რვა ქულით ჩამორჩა. ""მალიორკა" ესპანეთის ჩემპიონატში ბოლოს 2019/20 წლების სეზონში თამაშობდა. ამ გუნდის გარდა, ლა ლიგაში პირველადგილოსანი "ესპანიოლი" დაწინაურდა.

0.157602