კალათბურთი

10:27 | 10.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

თად მაკფადენის „ბურგოსმა“ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა თად მაკფადენის „ბურგოსმა“ მოიგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელის გუნდი ფინალში თურქულ „ქარშიაქას“ დაუპირისპირდა და 64:59 იმარჯვა.

აღნიშნულ შეხვედრაში მაკფადენმა პარკეტზე 13 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 ქულა და 1 პასი მიითვალა. მან 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი „ბურგოსის“ ღირსებას 2019 წლიდან იცავს და ესპანური კლუბის რიგებში ცემპიონტა ლიგის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.

0.17209