ავტოსპორტი

10:49 | 6.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარკ ვებერი: რედ ბული ტიტულისთვის საბრძოლველად მზადაა

„რედ ბულის“ ყოფილი პილოტი, ავსტრალიელი მარკ ვებერი დარწმუნებულია, რომ მაქს ფერსტაპენს და „რედ ბულს“ ტიტულისთვის ბრძოლა ამ სეზონშივე შეუძლიათ. ავსტრიულმა გუნდმა ფორმულა 1-ის ჩემპიონატში ბოლოს 2013 წელს გაიმარჯვა, როდესაც მისი ერთ-ერთი მანქანით, თავად ვებერიც ასპარეზობდა.

„ისინი ამისთვის მზად არიან. მათ იციან, რომ შესანიშნავი შანსი აქვთ. ოღონდ, ყველა შესაძლებლობას გამოყენება უნდა. ბრძოლისთვის ყოველთვის მზად უნდა იყო, რადგან ლუის ჰამილტონი მეორე შანსს არ იძლევა“, - ესპანურ გამოცემა „მარკასთან“ საუბრისას ამბობს ვებერი და დასძენს:

„მათ კოკპიტში შესაფერისი პილოტი ჰყავთ. ჩვენ ვხედავთ, გუნდს რა შეუძლია პიტ სტოპებზე. ამ მხრივ, მერსედესზე ვერ ვიტყვით, რომ საუკეთესოა. თუმცა მათ შესანიშნავი გუნდი აქვთ. რედ ბულის ყველა წევრი ბრძოლისთვის მზადაა. სხვა ბევრი გუნდსგან განსხვავებით, რედ ბულში კარგად იციან, როგორ იბრძოლონ გამარჯვებისთვის“.

0.174268