ძიუდო

17:12 | 5.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ყაზანის გრანდ სლემზე ჩხვიმიანი ოქროსთვის და ნინიაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

დღეს სტარტი აიღო ყაზანის გრანდ სლემმა ძიუდოში, რომელშიც სამი ქართველი ძიუდოისტი ჩაერთო და ლუხუმ ჩხვიმიანი ფინალში გავიდა.

60 კგ წონით კატეგორიაში ჩხვიმიანმა პირველი შეხვედრა კამერუნელ ბერნადინ ტსალა ტსალას მოუგო, შემდეგ პორტუგალიელ კოშტა როდრიგო ლოპეშს აჯობა, რასაც ჩეხ დავიდ პულკრაბეკთან გამარჯვება მოჰყვა და ნახევარფინალში გავიდა. ლუხუმმა ამ ეტაპზე რუსი რამაზან აბდულაევი იპონით დაამარცხა და ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძეს გაეჯიბრება.

66 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოსთვის იჭიდავებს ბაგრატ ნინიაშვილი, რომელმაც სერბი სტრაჰინია ბუნჩიჩი, მოლდოველი დენის ვიერუ, საუდის არაბეთის წარმომადგენელი აბდულაზიზ ალბაში და რუსი არამ გრიგორიანი დაამარცხა. ნინიაშვილმა ნახევარფინალში კიდევ ერთ რუს მურად ჩოპანოვთან წააგო და ფინალს მიღმა დარჩა, მაგრამ ბრინჯაოს მედლისთვს ყაზახ იესეტ კუანოვს დაუპირისპირდება.

ქალთა შორის ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმა შვეიცარიელ ფაბიენ კოხერთან პირველივე ბრძოლა წააგო და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა. ფინალური ბლოკი, რომელშიც ნინიაშვილი ბრინჯაოსთვის და ჩხვიმიანი ოქროსთვის იბრძოლებს, 18:00 საათიდან დაიწყება.

0.158688