ფეხბურთი

1:04 | 2.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

„რეალმა“ „ოსასუნას“ მოუგო და წაუგებელი სერია გააგრძელა

ესპანური პრიმერას 34-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ „ოსასუნას“ მილიტაოს და კაზემიროს გოლებით 2:0 მოუგო. შეგახსენებთ, რომ შინაურ ჩემპიონატში „სამეფო კლუბმა“ ბოლოს 2021 წლის 30 იანვარს წააგო. მას შემდეგ ზინედინ ზიდანის შეგირდებმა 13 მატჩი მოიგეს და 8 ფრედ დაასრულეს.

„რეალმა“ 34 შეხვედრაში 74 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე რჩება, ლიდერი „ატლეტიკო“ კი მას ორი პუნქტით უსწრებს.

შაბათსვე „ატლეტიკომ“ „ელჩეს“ სტუმრად 0:1 მოუგო, „უესკამ“ „სოსიედადს“ 1:0 სძლია, „ეიბარმა კი „ალავესს“ 3:0 აჯობა.

0.117008