ფეხბურთი

21:27 | 1.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ნორვიჩი“ ჩემპიონშიფის გამარჯვებულია

ჩემპიონშიფის 45-ე ტურში, „ნორვიჩმა“ „რედინგს“ უმასპინძლა, 4:1 დაამარცხა და ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე 96 ქულა მოაგროვა, მდევართათვის მიუწვდომელი გახდა და ოფიციალურად გაიფორმა ჩემპიონობა.

„თუთიყუშებმა“ ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ გაიმარჯვეს ჩემპიონშიფში. 2018-19 წლების სეზონში, მათ 46 მატჩში 94 ქულა მოაგროვეს და იპირველეს.

დანიელ ფარკეს შეგირდებმა ჯერ კიდევ 17 აპრილს გაიფორმეს პრემიერლიგის საგზური. ისინი ელიტაში ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდნენ.

88 ქულით მეორე ადგილზე თბილისის „დინამოს“ ყოფილი დამრიგებლის, ჩისკო მუნიოსის „უოტფორდია,“ რომელმაც ასევე უკვე მოიპოვა მომავალ სეზონში პრემიერლიგაში თამაშის უფლება.

0.149671