ფეხბურთი

1:32 | 25.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

„რეალმა“ „ბეტისს“ ვერც ამჯერად აჯობა და ოქროს ქულები დაკარგა

ეს არ იყო „რეალის“ დღე. „სამეფო კლუბმა“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის ჩათვლით, ბოლო ხუთ შეხვედრაში მესამედ ითამაშა 0:0. მადრიდელები გოლს არ უშვებენ, მაგრამ შეტევაში ძალიან უჭირთ. იდეები არ ჰყოფნით. ამჯერადაც სულ რაღაც რამდენიმე მომენტი შექმნეს და ისიც ქარს გაატანეს. ერთადერთი დასამახსოვრებელი როდრიგოს დარტყმა გახლდათ, რომლის შემდეგაც ბურთი ხარიხას მოხვდა.

ბოლო დროს „ბეტისი“ „რეალთან“ ყოჩაღობს და არც ამჯერად შეურცხვენია თავი. ვიზუალურად ისინი უკეთაც კი გამოიყურებოდნენ. თუნდაც იგლესიასის კურტუასთან პირისპირ გასვლა რად ღირდა.

ზიდანის შეცვლებმა ვერაფერს უშველა. საბოლოო 0:0-იც სამართლიანი შედეგია.

„რეალმა“ მართლაც უძვირფასესი ქულები დაკარგა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. ახლა მეორე ადგილზე დგას და „ატლეტიკოს“ ორი ქულით ჩამორჩება. თუ კვირას სიმეონეს გუნდმა „ბილბაოს“ მოუგო, უკვე ხუთი ქულით გაუსწრებს მდევარს. თუმცა, ნუ ვიჩქარებთ.

ესპანეთი

პრიმერა. 33-ე ტური. 24 აპრილი

რეალი - ბეტისი 0:0

მადრიდი. „ალფრედო დი სტეფანო“

რეალი: კურტუა, კარვახალი (ოდრიოსოლა 68), მილიტაო, ვარანი, ნაჩო, კაზემირო, მოდრიჩი (ბლანკო 77), ისკო (მარსელო 68), როდრიგო (ვინისიუსი 59), ბენზემა, ასენსიო (აზარი 77)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ბეტისი: ბრავო, ემერსონი, მანდი, რუისი, მირანდა, როდრიგესი, გუარდადო (კარვალიო 88), კანალესი, ლაინესი (ხუანმი 80), ხოაკინი (რუბალი 59), იგლესიასი (მორონი 80)

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

მსაჯი: ხავიერ ფერნანდესი

გაფრთხილება: ისკო (35); ბრავო (90+3), მორონი (90+3)

ელჩე - ლევანტე 1:0

1:0 ბოიე (32)

ვალიადოლიდი - კადისი 1:1

1:0 პლანო (14), 1:1 კალა (64)

ვალენსია - ალავესი 1:1

0:1 გვიდეტი (84), 1:1 გაია (89)

გაძევება: ლოპესი (87) - ალავესი

0.150933