ფეხბურთი

16:54 | 20.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მაკარიძე ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურში მოხვდა

საქართველოს ნაკრებისა და "ალმერიას" მეკარე გიორგი მაკარიძე ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. ქართველი კარის დარაჯი გავლენიანმა გამოცემა As-მა გამოარჩია.

გიორგიმ ბარსელონას "ესპანიოლთან" (1:1) მართლაც კარგად ითამაშა და გაშვებულ გოლში ბრალი არ მიუძღვის, მერე კი რაულ დე ტომასს პენალტი აუღო. გარდა ამისა, დე ტომასის რთული თავური დარტყმაც უკუაგდო.

„ალმერიას“ ქართველი მეკარე გმირი გახდა დე ტომასის პენალტის მოგერიების შემდეგ. გარდ აამსა, „ესპანიოლის“ ყველა დარტყმა მოიგერია, გარდა დიმატას დარტყმისა. მაკარიძის გარეშე „ალმერია“ ქულას ვერ მოიპოვებდა“, - წერს As-ი გიორგის შესახებ.

31 წლის კარის დარაჯს მიმდინარე სეზონში 26 თამაში აქვს ჩატარებული, საიდანაც 8-ჯერ კარი მშრალად შეინახა „ალმერია“ ლა ლიგა 2-ში 61 ქულით მესამე ადგილზეა და ორ გადასასვლელ პოზიციაზე მოხვედრა ალბათ ძალიან გაუჭირდება, რადგან „ესპანიოლს“ 10 და „მალიორკას“ 7 ქულით ჩამორჩება, თუმცა, პლეი-ოფში დიდი ალბათობით, პრობლემების გარეშე გავა და ამ გზით ეცდება ლა ლიგაში აღზევებას.

0.147647