ფეხბურთი

13:25 | 13.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ზიდანი: „გვარი პრობლემას მიქმნის“

„რაიო ვალეკანოს“ მეკარემ, ლუკა ზიდანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გვარი მის კარიერაზე მოქმედებს. ის ხომ ლეგენდარული ზინედინ ზიდანის ვაჟია.

„არის დადებითი და უარყოფითი მომენტები. ცხადია, მიხარია რასაც მამა აკეთებს, მაგრამ მეორე მხრივ, ეს გვარი ძალიან დიდ ყურადღებას იქცევს.

ადამიანები ფიქრობენ, რომ გუნდში ადგილს ცნობილი ფეხბურთელის შვილობის გამო ვიღებ. გვერდიდან ყველაფერი ადვილად ჩანს, სინამდვილეში კი საქმე სხვაგვარადაა. მინდა გულშემატკივრებმა ლუკა ზიდანად აღმიქვან და არა ზინედინის შვილად.“ - ციტირებს ლუკას სიტყვებს Footmercato.

22 წლის ფრანგმა ესპანურ სეგუნდა დივიზიონში 8 მატჩი ჩაატარა და მათგან ორში კარი „მშრალად“ შეინახა.

0.145552