ფეხბურთი

1:01 | 11.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგაში "ვერცხლის სინისთვის" ბრძოლა ოდნავ დაიძაბა

გერმანიის ბუნდესლიგის 28-ე ტურში გათამაშების ლიდერმა მიუნხენის „ბაიერნმა“ ქულები დაკარგა, რის შედეგადაც საჩემპიონო ბრძოლა ოდნავ დაიძაბა.

ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდმა საკმაოდ შესუსტებული შემადგენლობით ბერლინის „უნიონს“ უმასპინძლა და ნამდვილად ვერ აჩვენა ის თამაში, რაც მისგან მოსალოდნელია. თუმცა, „რეკორდმაისტერი“ პრაგმატულ გამარჯვებასთან მაინც ახლოს იყო, რადგან 68-ე წუთზე ჯამალ მუსიალამ საჯარიმოში ფანტასტიკურად ითამაშა და ანგარიში გახსნა.

„უნიონმა“ გათანაბრება თამაშის მიწურულს მოახერხა. 86-ე წუთზე ინგვარტსენმა ახლო მანძილიდან ცარიელ კარში ზუსტად გადაგზავნა ბურთი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. პარალელურად, „ლაიფციგმა“ სორლოთის შესანიშნავი თამაშით სტუმრად ბრემენის „ვერდერი“ ადვილად 4:1 დაამარცხა და ჩამორჩენა შეამცირა, რომელიც უკვე 5 ქულაა. წინ 6 ტურია დარჩენილი და „ბაიერნისთვის“ ამ პერიოდშ 5 ქულის ამოქაჩვა მარტივი საქმე ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ფაქტია, იულიან ნაგელსმანის გუნდი ჯერჯერობით „ვერცხლის სინისთვის“ ბრძოლაში უშანსოდ არ არის.

ოთხეულში მყოფმა „აინტრახტმა“ და „ვოლფსბურგმა“ ნამდვილი დრამა გაათამაშეს და საბოლოოდ, ფრანკფურტელებმა 4:3 იმარჯვეს, რის შედეგადაც, „მგლებთან“ ჩამორჩენა ერთადერთ ქულამდე შეამცირეს. ზოგადად, თუ ეს გუნდები ბოლო ტურებში სტაბილურობას შეინარჩუნებენ, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ.

ოთხეულს 7 ქულით ჩამორჩება „დორტმუნდი“, რომელმაც „შტუტგარტთან“ საგარეო მატჩში ძალიან ბევრი იწვალა და რომ არა ახალგაზრდა ფეხბურთელის, კნაუფის გვიანი გოლი, ახლა უფრო მეტი ჩამორჩენა ექნებოდა. „ყვითლები“ „შვაბებთან“ ჯერ აგებდნენ, მერე იგებდნენ, შემდეგ ფე იყო და ბოლოს, 3:2 მაინც იმარჯვეს. თუმცა, „დორტმუნდის“ საქმე ისევ რთულადაა, რადგან მეოთხეადგილოსან „აინტრახტს“ 7 ქულით ჩამორჩება და ეს პატარა სხვაობა სეზონის ფინიშზე ნამდვილად არაა.

„ბაიერნი“ – „უნიონი“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 მუსიალა (68), 1:1 ინგვარტსენი (86)

„აინტრახტი“ – „ვოლფსბურგი“ 4:3 (2:1)

გოლები: 0:1 ბაკუ (6), 1:1 კამადა (8), 2:1 იოვიჩი (27), 2:2 ვერგოსტი (46), 3:2 ანდრე სილვა (54), 4:2 დურმი (61), 4:3 ტუტა (85, ა.გ)

„ჰერტა“ – „გლადბახი“ 2:2 (1:2)

გოლები: 1:0 ასკასიბარი (23), 1:1 პლეა (27), 1:2 შტინდლი (38, პენ), 2:2 კორდობა (49)

„ვერდერი“ – „ლაიფციგი“ 1:4 (0:3)

გოლები: 0:1 დანი ოლმო (23), 0:2 სორლოთი (32), 0:3 სორლოთი (41), 1:3 რაშიცა (61, პენ), 1:4 ზაბიცერი (63)

„შტუტგარტი“ – „დორტმუნდი“ 2:3 (1:0)

გოლები: 1:0 კალაიჯიჩი (17), 1:1 ბელინგემი (47), 1:2 როისი (52), 2:2 დიდავი (78), 2:3 კნაუფი (80)

თეგებიბუნდესლიგა
0.159072