ფეხბურთი

1:20 | 4.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" საჩემპიონო თამაში მოიგო, ოთხეული გამოიკვეთა

გერმანიის ბუნდესლიგაში „ვერცხლის სინის“ ბედი პრაქტიკულად გადაწყდა. სეზონის ფინიშამდე კიდევ 7 ტურია, მაგრამ „ბაიერნი“ „ლაიფციგს“ უკვე 7 ქულით უსწრებს და ნათელია, რომ მისი აღმოფხვრა იულიან ნაგელსმანის გუნდისთვის უკიდურესად რთული იქნება, თუ არა შეუძლებელი. შესაძლოა, სეზონის ბოლომდე „ბაიერნმა“ 7 ქულა საერთოდ არ დაკარგოს.

ყველაფერი 27-ე ტურში გადაწყდა - „ლაიფციგმა“ სწორედ „ბაიერნს“ უმასპინძლა და გამარჯვების შემთხვევაში ქულამდე შეამცირებდა ჩამორჩენას, მაგრამ სანაცვლოდ წააგო. მატჩის ერთადერთი და პრაქტიკულად საჩემპიონო გოლი ლეონ გორეტცკამ 38-ე წუთზე გაიტანა და დარჩენილ დროში „რედ ბულელებმა“ ვერ მოახერხეს სიტუაციის შეცვლა. ამრიგად, „ბაიერნი“ 64 ქულით ლიდერია და „ლაიფციგი“ 57 ქულით მეორე.

იქვეა „ვოლფსბურგი“, რომელსაც 64 ქულა აქვს და „მგლებს“ წარმატებული სეზონი გამოუვიდათ, ჩემპიონთა ლიგაზე პრაქტიკულად უკვე გავიდნენ, რადგან მეხუთეადგილოსან „დორტმუნდსა“ და „ლევერკუზენს“ 11 ქულით უსწრებენ.

მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში „დორტმუნდმა“ ფრანკფურტის „აინტრახტს“ უმასპინძლა და წააგო. გამარჯვების გოლი ფრანკფურტელთა ბომბარდირმა ანდრე სილვამ თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე გაიტანა. „აინტრახტი“ „დორტმუნდსა“ და „ლევერკუზენს“ 7 ქულით უსწრებს და წესით ეს ფორა სეზონის ბოლომდე არ უნდა გაანიავოს. ასე თუ იქნება, ჩემპიონთა ლიგაზე „აინტრახტი“ ითამაშებს, „დორტმუნდი“ ან „ლევერკუზენი - არა...

„აუგსბურგი“ – „ჰოფენჰაიმი“ 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 ვარგასი (8), 2:0 ჰანი (23), 2:0 სკოვი (86)

„ლევერკუზენი“ – „შალკე“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ალარიო (26), 2:0 შიკი (72), 2:1 ჰუნტელაარი (81)

„დორტმუნდი“ – „აინტრახტი“ 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 შულცი (11, ა.გ), 1:1 ჰუმელსი (45), 1:2 ანდრე სილვა (87)

„მაინცი“ – „არმინია“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ბროსინსკი (56, პენ), 1:1 ვოგლსამერი (76)

„ვოლფსბურგი“ – „კიოლნი“ 1:0 (0:0)

გოლები: 1:0 ბრეკალო (69)

„ლაიფციგი“ – „ბაიერნი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 გორეტცკა (38)

„გლადბახი“ – „ფრაიბურგი“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 სალაი (10), 1:1 ტურამი (53), 2:1 ტურამი (60)

თეგებიბუნდესლიგა
0.187115