ფეხბურთი

2:17 | 21.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა და ბონო

„ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობნენ და ახლა მთელ ყურადღებას პრიმერაზე გადაიტანენ. ამიტომ „რეალისთვის“ სატიტულო ბრძოლა გართულდება.

ამჯერად, რეალელებმა გაახარეს გულშემატკივრებიც და ზინედინ ზიდანიც.

„სელტასთან“ სტუმრად თამაში გამოუვიდათ. ყოველ შემთხვევაში, პირველ ტაიმში მაინც. მეტოქეს „მაღალი პრესინგი“ შესთავაზეს და ორი ბურთიც გაიტანეს. ორივე კარიმ ბენზემამ შეაგდო და ორივეჯერ კროოსის ხელშეწყობით. ახლა ფრანგს 17 გოლი მოუგროვდა და ნელ-ნელა ბომბარდირებსაც წამოეწია. პირველზე ლიონელ მესია - 21 გოლით, მეორეზე ლუის სუარესი - 18, მესამეზე - ბენზემა.

შესვენებამდე ხუთი წუთით ადრე მასპინძელმა სანტი მინამ ერთი ბურთი გაქვითა და მეორე ტაიმი უფრი დაძაბულად გაგრძელდა. თუმცა სტუმრები პრესინგს აგრძელებდნენ და მწვავე კონტრშეტევებიც გამოსდიოდათ. წერტილი კი შეცვლაზე შესულმა მარკო ასენსიომ დასვა მეოთხე დამატებულ წუთზე.

„რეალმა“ ახლა 60 ქულა მოაგროვა, მეორე ადგილზე დგას და სამი პუნქტით ჩამორჩება ლიდერ „ატლეტიკოს,“ რომელიც კვირას „ალავესს“ უმასპინძლებს. 59-ქულიანი „ბარსელონა“ კი მესამე ადგილზეა და კვირას სან სებასტიანში „სოსიედადს“ ესტუმრება.

დღის გვიან მატჩში „სევილია“ „ვალიადოლიდთან“ სტუმრად 94-ე წუთამდე 0:1 აგებდა, თუმცა ბოლოსკენ ანდალუსიელთა მეკარე იასინ ბონომ იყოჩღა და გაათანაბრა ანგარიში - 1:1.

„სევილიას“ 55 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა.

ესპანეთი

პრიმერა. 28-ე ტური. 20 მარტი

სელტა - რეალი 1:3

ვიგო. „ბალაიდოსი“

0:1, 0:2 ბენზემა (20, 30), 1:2 მინა (40), 1:3 ასენსიო (90+4)

სელტა: ვილიარი, მარტინი, მურილიო (ფერეირა 84), არაუხო, მალიო, ტაპია, დენის სუარესი, მენდესი (ბელტრანი 84), ნოლიტო (სოლარი 71, ფონტანი 90+1), მინა, ასპასი

მწვრთნელი: ედუარდო კუდეტი

რეალი: კურტუა, მენდი, ნაჩო, ვარანი, ვასკესი, კროოსი (ასენსიო 71), კაზემირო, ვალვერდე, მოდრიჩი, ვინისიუსი, ბენზემა

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

მსაჯი: მელერო ლოპესი

გაფრთხილება: ტაპია (25), დენის სუარესი (78), სოლარი (85); ვინისიუსი (22), კროოსი (39), ნაჩო (70), მოდრიჩი (80)

ბილბაო - ეიბარი 1:1

1:0 ბერჩიჩე (9), 1:1 გარსია (17)

უესკა - ოსასუნა 0:0

ვალიადოლიდი - სევილია 1:1

1:0 ორელიანა (44 პენ), 1:1 ბონო (90+4)

0.116356