ფეხბურთი

2:03 | 14.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" ჩემპიონობისკენ მიიწევს, "შალკე" - მეორე ბუნდესლიგისკენ

გერმანიის ბუნდესლიგის XXV ტურში მიუნხენის „ბაიერნი“ ბრემენის "ვერდერს" ესტუმრა და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა, რითაც სათავეში ადგილს ამ ტურის შემდეგაც შეინარჩუნებს.

ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდს მორიგი სამი ქულის მოპოვება არ გასჭირვებია და პირველივე ტაიმში გადაწყვიტა მატჩის ბედი მას მერე, რაც ლეონ გორეტცკამ და სერჟ გნაბრიმ ორჯერ გაიტანეს. ცხადია, მოედანი უგოლოდ არც რობერტ ლევანდოვსკის დაუტოვებია და მან თავი მეორე ნახევარში გამოიჩინა. საბოლოოდ, „რეკორდმაისტერმა“ 58 ქულა დააგროვა და „ლაიფციგს“ 5 ქულით უსწრებს, რომელიც 25-ე ტურში კვირას „აინტრახტს“ უმასპინძლებს.

მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა დორტმუნდის „ბორუსიამ“, რომელმაც შინ ბერლინის „ჰერტა“ ბრანდტისა და მუკოკოს გოლებით დამაჯერებლად დაამარცხა დაოტხეულს უკვე ერთ ქულაში მიუახლოვდა. მის წინ მყოფი „აინტრახტი“ კი ამ ტურში რთულ მატჩს ჩაატარებს „ლაიფციგთან“ და ეს ცხადია „ყვითლებს“ იმედს აძლიერებს.

სამაგიეროდ, არაფერი ეშველება გელზენკირხენის „შალკეს“, რომლის ბუნდესლიგიდან გავარდნა მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია. ეს გუნდი უმძიმეს მდგომარეობაშია და10 ქულით სატურნირო ცხრილის ფსკერზეა დალექილი. იმედიც კი არ არსებობს, რო „ხუმარები“ გადარჩებიან. „შალკემ“ მორიგი მატჩი „ვოლფსბურგთან“ წააგო, თანაც როგორ - 0:5... ამრიგად, შორს არ არის ის დღე,როდეაც გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო კლუბს ქვედა ლიგაში ვიხილავთ.

„მაინცი“ – „ფრაიბურგი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ქუაისონი (84)

„უნიონი“ – „კიოლნი“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 დუდა (45, პენ), 1:1 კრუსე (48, პენ), 2:1 ტრიმელი (67)

„ვერდერი“ – „ბაიერნი“ 1:3 (0:2)

გოლები: 0:1 გორეტცკა (22), 0:2 გნაბრი (35), 0:3 ლევანდოვსკი (67), 1:3 ფროლკრუგი (86)

„ვოლფსბურგი“ – „შალკე“ 5:0 (1:0)

გოლები: 1:0 მუსტაფი (32, ა.გ), 2:0 ვერგოსტი (51), 3:0 ბაკუ (58), 4:0 ბრეკალო (64), 5:0 ფილიპი (79)

„დორტმუნდი“ – „ჰერტა“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ბრანდტი (54), 2:0 მუკოკო (90)

0.160585