ფეხბურთი

18:17 | 29.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანიამ "კარტახენაში" ივარჯიშა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ესპანურ „კარტახენას“ შეუერთდა და გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა. 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი გუშინ ოფიციალურად დადასტურდა და უკვე შეუდგა უახლოესი მატჩისთის მზადებას, რომელსაც „კარტახენა“ 31 იანვარს, ხიხონის „სპორტინგის“ წინააღმდეგ გამართავს.

აბურჯანიამ სეზონის პირველი ნაწილი „რეალ ოვიედოში“ გაატარა, მაგრამ წარუმატებლად, რადგან სულ რაღაც ოთხჯერ ითამაშა და სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო გუნდთან კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტა მოუწია.

აბურჯანიას ესპანეთში „სევილია“ მეორე გუნდში, „ლუგოსა“ და ტარაგონას „ხიმნასტიკში“ უთამაშია, ხოლო ბოლო სეზონი ენსხედეს „ტვენტეში“ დაჰყო. იქამდე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ფამაგუსტას „ანორთოსისში“ და ქართულ კლუბებში - „ლოკომოტივში“, „დილასა“ და „მეტალურგში“ თამაშობდა. საქართველოს ნაკრებში გიორგის 19 უგოლო თამაში აქვს ჩატარებული.

„კარტახენა“ კი ლა ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაშია ჩართული და ესპანური გუნდი 22 ტურის შემდეგ 20 ქულით აუტსაიდერთა რიგებში „სარაგოსასთან“ და „ალკორკონთან“ ერთად იმყოფება.

0.144261