ფეხბურთი

21:46 | 26.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

„მილანი“ „რედინგის“ 19 წლის ნახევარმცველით დაინტერესდა

„მილანი“ რედინგის 19 წლის შუახაზელის, მაიკლ ოლისეს გადაბირებას აპირებს. ბრიტანული მედიის ცნობით, ნიჭიერი ჭაბუკის საკუთარ რიგებში ხილვა პრემიერლიგის კიდევ რამდენიმე კლუბს სურს.

ნიგერიული ფესვების მქონე ფრანგ ოლისეს „რედინგთან“ კონტრაქტს ვადა 2021 წლის ზაფხულში გასდის და მხარეები გახანგრძლივებას არ აპირებენ.

SerieBNews-ის ინფორმაციით, „მილანი“ ოლისეს ხანგრძლივი პერსპექტივით განიხილავს. ტრანსფერის გაფორმების შემთხვევაში, „როსონერიმ“ ოლისე შეიძლება იჯარით სხვა იტალიურ კლუბში გაუშვას იჯარით პრაქტიკის მისაღებად. ეს კლუბები „მონცა,“ „სპალი,“ „ლეჩე“ და „კიევოა.“

0.140661