ფეხბურთი

0:27 | 7.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მაკარიძე "ალმერიას" გამარჯვებაში მშრალი მატჩით დაეხმარა

ესპანური „ალმერიას“ რიგებში გიორგი მაკარიძემ ფეხი მოიკიდა და დამაჯერებლადად ირჯება. ლა ლიგა 2-ის მე-16 ტურში „ალმერია“ სტუმრად „ალკორკონს“ ესტუმრა და მაკარიძის დიდი დამსახურებით აჯობა.

თამაში სტუმრებმა სადიქ უმარის ერთადერთი გოლი მოიგეს, ხოლო გიორგიმ კარი მშრალად შეინახა და 5-ჯერ იხსნა საკუთარ გუნდი. ქართველი კიპერის თამაშს ესპანური პრესა მაღალ შეფასებას აძლევენ და უმართან ერთად მატჩის გმირად მიიჩნევენ.

მაკარიძე „ალმერიაში“ გასულ ზაფხულს პორტუგალიური „სეტუბალიდან“ გადავიდა. ლა ლიგა 2-ში ჩვენებურმა დღემდე 10 მატჩი ჩაატარა, სადანაც 5-ჯერ კარი ხელუხლებლად დაიცვა.

„ალმერიასაც“ კარგი სეზონი აქვს, მესამე ადგილზე ადა ჯერჯერობით ლა ლიგაში გადასასვლელად იბრძვის. პირველ ადგილზე კი ბარსელონას „ესპანიოლი“ იმყოფება.

0.151499