ფეხბურთი

1:04 | 24.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ხარაიშვილი დაშავდა

შვედეთის ოლსვენსკანში „გიოტებორგმა“ „ჰაკენს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს (1:1). ეს თამაში უიღბლო გამოდგა გიორგი ხარაიშვილისთვის, რომელიც დაშავდა და მოედნის იძულებით დატოვება მოუწია.

51-ე წუთზე ხარიაშვილმა შეცვლა მოითხოვა და თამაში ტრავმის გამო ვეღარ გააგრძელა. ნიშანდობლივია, რომ 24 წლის ჩვენებურისთვის მიმდინარე სეზონში ეს უკვე მესამე ტრავმაა, რის გამოც სეზონის თითქმის ნახევარი გაუცდა.

შვედური მედია ჯერჯერობით ტრავმის ხარისხზე ინფორმაციას არ ავრცელებს და ეს ლოგიკურიცაა, რადგან სამედიცინო გამოკვლევა ამ დროისთვის არ ჩატარებულა.

ხარაიშვილმა მიმდინარე სეზონში ოლსვენსკანში 15 თამაშში 2 გოლი გაიტანა, ხოლო შვედეთის თასზე 5 მატჩში შეძლო თავის ორჯერ გამოჩენა. სხვათა შორის, შვედეთის თასი სწორედ „გიოტებორგმა“ მოიგო, ოლსვენსკანის დასრულებამდე ორი ტურით ადრე კი, მხოლოდ მე-13 ადგილზეა და პლეი-აუტის ზონას 4 ქულითაა დაშორებული.

0.165187