ფეხბურთი

19:14 | 14.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

სომხეთის ნაკრების მწვრთნელი: "შეგვიძლია, რომ ხალხის მოლოდინი გავამართლოთ"

სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსმა საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. გამოცდილი ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, მისი ფეხბურთელები მოტივირებულნი არიან და ეცდებიან სასურველ შედეგს მიაღწიონ.

„ამ წუთას ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩზე საერთოდ არ ვფიქრობთ, რადგან სრულად საქართველოსთან თამაშზე ვართ კონცენტირებული. ეს ეხება ყველას, მე, ფეხბურთელები, გულშემატკივრები. რა თქმა უნდა, მხითარიანი ჩვენი მთავარი ფეხბურთელია, მაგრამ ისე მოხდა, რომ მის გარეშე დავრჩით და ახლა ამის შესახებ წუწუნს არ ვაპირებ. ისედაც გვყავს ბევრი კარგი ფეხბურთელი, რომლებიც მოტივირებულნი არიან და ამიტომ, ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ხალხის მოლოდინი გავამართლოთ, რაც ამ თამაშიდან აქვთ.

არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრებზე მაკედონიასთან წაგება ხვალინდელ შეხვედრაში უარყოფითად იმოქმედებს. როცა ფეხბურთელი ხარ, არ არსებობს იმაზე დიდი პატივი, ვიდრე ეროვნული ნაკრების მაისურის ჩაცმა და საქართველო მოტივირებული იქნება. რთული თამაში გველოდება, მაგრამ ვეცდებით, კარგად ვითამაშოთ და დადებითი შედეგი მივიღოთ.

ხვალ გაიგებთ სარგის ადამიანი ითამაშებს თუ ალექსანდრ კარაპეტიანი. სარგისი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მაღალი კლასის ფეხბურთელი ჩემს განკარგულებაში მყავს.

წინა მატჩებში სწრაფი გოლების შემდეგ მოვდუნდით? ყველა თამაში განსხვავებულია. ძნელია სათქმელია ეს შეხვედრა როგორ წარიმართება. ყოვლშემთხვევაში, საქართველოს ნაკრების მაღალი დონის გათვალისწინებით, ვეცდებით ამ პრობლემის გადასაჭრელად ყველაფერი გავაკეთოთ“, - თქვა კაპაროსმა.

შეგახსენებთ, მეორე ჯგუფში საქართველოს ნაკრებს 4 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ-მეორე ადგილებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად იყოფს. სომხეთის ნაკრები კი 5 ქულით მესამე პოზიციაზეა. საქართველო - სომხეთის მატჩი 15 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

0.113587