ფეხბურთი

21:40 | 4.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "მესის გაწვრთნა პრობლემა არაა"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ ლიონელ მესი მისთვის რთულად გასაწვრთნელ ფეხბურთლების კატეგორიაში არ შედის. "ბლაუგრანას" ყოფილმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა განაცხადა, რომ მას პრობლემები ჰქონდა მესისთან, თუმცა ჰოლანდიელი სპეციალისტი არ ეთანხმება წინამორბედის მოსაზრებას.

"არ ეთანხმები, მაგრამ პატივს ვცემ სეტიენის მოსაზრებას და მის გამოცდილებას. მესი ძალიან კარგი ფეხბურთელია, იგი მსოფლიოში საუკეთესოა," აღნიშნა კუმანმა."მის ამბიციას ვხედავ და მესის გაწვრთნა ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს."

"ყველა მწვრთნელი განსხვავებულია - მაგრამ ჩემთვის მესი კაპიტანია და მას მოედანზე და მის მიღმა სულ ვესაუბრები და კარგი ურთიერთობა გვაქვს. " - ციტირებს BBC კუმანის სიტყვებს.

სეტიენი "ბარსელონამ" 17 სექტემბერს გაათავისუფლა, მას შემდეგ რაც გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე 2:8 წააგო მომავალ ჩემპიონ მიუნხენის "ბაიერნთან". ამის შემდეგ კი კუმანმა ჩაიბარა ესპანური გრანდი.

"ბარსელონამ" მიმდინარე სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებულად დაიწყო და ორიდან ორი მატჩი მოიგო, დაამარცხა რა "ფერენცვაროში"და ტურინის "იუვენტუსი". ლა ლიგაში კუმანის გუნდმა 6 მატჩში რვა ქულა მოაგრივა და ამ ეტაპისთვის ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფება. ესპანეთის ჩემპიონატში ბოლო ოთხ მატჩში "ბარსამ" ორი ქულა მოაგროვა.

"მესმის ხალხის კრიტიკა. ორი ქულა ოთხი მატჩიდან კარგი არაა და კრიტიკა ნორმალურია. ვიღებ შენიშვნებს და ვაგრძელებთ მუშაობას, რათა შედეგს მივაღწიოთ." - დაამატა კუმანმა.

0.135693