ფეხბურთი

20:07 | 24.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ელ კლასიკო" - "რეალის" კარნახით და გამარჯვებით

ლა ლიგის მეშვიდე ტურის ცენტრალური დაპირისპირებაში „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა. „კამპ ნოუ“ გასაგები მიზეზების გამო ცარიელი იყო, მაგრამ „ელ კლასიკოს“ მიმართ ინტერესი ყოველთვის განსაკუთრებულია, ახლაც ასე იყო.

ორივე გუნდი ამ თამაშს ლა ლიგის ბოლო ტურში წაგებით შეხვდა, ხოლო „რეალი“ კიდევ უფრო რთულ ვითარებაში, რადგან შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზეც წააგო.

თამაში ძალიან მაგრად დაიწყო და საწყის 8 წუთში გუნდებმა გოლები გაცვალეს. „ბარსელონას“ დაცვის ჩავარდნით ზინედინ ზიდანის გუნდმა მე-5 წუთზე იდეალურად ისარგებლა და ფედერიკო ვალვერდემ ანგარიში გახსნა. „ბარსელონამ“ მალევე გაათანაბრა. სამ წუთში ჟორდი ალბას პასით თავი ანსუ ფატიმ გამოიჩინა. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც „ელ კლასიკოში“ გაიტანა და ვინისიუსის მიერ დამყარებული რეკორდი დაამხო.

თამაშს რაც შეეხება, პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარი „ბარსას“ უპირატესობით დაიწყო. თუმცა ეს ცოტა ხანი გაგრძელდა. მერე სერხიო რამოსმა პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე გაიტანა. ის „რეალის“ პირველი მოთამაშეა 2013 წლის შემდეგ, რომელმაც „კამპ ნოუზე“ პენალტი გაიტანა. მაშინ კრიშტიანუ რონალდუმ შეაგდო სამეფო თასზე, ხოლო უშუალოდ ლა ლიგაში აქამდე ბოლო პენალტი „რეალის“ რიგებში ბარსელონაში 2007 წელს რუუდ ვან ნისტელროის ჰქონდა გატანილი.

„რეალმა“ 2:1-ზე თამაში იდეალურად გააკონტროლა და არამარტო თავი დაიცვა, არამედ მესამე გოლიც გაიტანა, რომელიც ბოლო წუთზე ლუკა მოდრიჩმა მიითვალა. ამრიგად, „რეალმა“ ორმატჩიანი წაგებათ სერია დაასრულა და ლა ლიგაში 13 ქულით გალიდერდა, ხოლო „ბარსელონას“ 5 თამაში აქვს ჩატარებული ესპანეთის ჩემპიონატში, მიჯრით მეორედ წააგო დამე-10 პოზიციაზე იმყოფება.

„ბარსელონა“ – „რეალი“ 1:3 (1:1)

ბარსელონა, „კამპ ნოუ“

„ბარსელონა“ (4-2-3-1): ნეტო; დესტი, პიკე, ლენგლე, ალბა (ბრაითვაითი 87); ბუსკეტსი (ტრინკაუ 82), დე იონგი; პედრი (დემბელე 82), კოუტინიო, ანსუ ფატი (გრიზმანი 82); მესი

მწვრთნელი: რონალდ კუმანი

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; ნაჩო (ვასკესი 43), ვარანი, სერხიო რამოსი, მენდი; ვალვერდე (მოდრიჩი 69), კაზემირო, კროოსი; ასენსიო (როდრიგო 81), ბენზემა, ვინიუსი

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: 0:1 ვალვერდე (5), 1:1 ანსუ ფატი (8), 1:2 სერხიო რამოსი (63, პენ), 1:3 მოდრიჩი (90)

გაფრთხილება: ლენგლე (29), ალბა (64), მესი (90) - კაზემირო (19), ნაჩო (37)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 14 (10) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 7:7 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა

0.152291