ფეხბურთი

0:55 | 19.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

8:0 - "ბაიერნმა" ბუნდესლიგაში სეზონი გახსნა

გერმანიის ბუნდესლიგის 2020-2021 წლების სეზონმა სტარტი აიღო. ტრადიციულად გახსნით მატჩში მონაწილეობა მოქმედმა ჩემპიონმა მიიღო და მიუნხენის „ბაიერნი“ „ალიანც არენაზე“ გელზენკირხენის „შალკეს“ დაუხვდა.

ალბათ, მატჩის ანგარიში გასაკვირი არაა - ჰანსი ფლიკის გუნდი სულ რაღაც 1 თვის წინ დაფრინავდა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ცხადია ამ მცირე დროში ფორმიდან არ ამოვარდნილა, მითუფრო არც ფეხბურთის თამაში დავიწყებია.

8:0 – „ბაიერნისთვის“ ეს ჩვეულებრივი ანგარიშია, ამიტომ განსაკუთრებით ყურადღებას არ გავამხვილებთ. ჰეთ-თრიქი შეასრულა სერჟ გნაბრიმ, სადებიუტო გოლი გაიტანა ლეროი სანემ. მოკლედ, „რეკორდმაისტერმა“ დაიწყო ახალი სეზონი და კვლავ ტრებლს უმიზნებს და რაც მთავარია, ძალიან დიდი შანსი აქვს, რომ ისევ ყველაფერი მოიგოს. ყოველშემთხვევაში გასული სეზონი და სატრანსფერო ბაზარზე შექმნილი პასიურობა (ზოგადად) ამაზე მიანიშნებს.

ბუნდესლიგის ახალი სეზონის პირველი ტური შაბათ-კვირას გაგრძელდება და ყველაზე საინტერესო ბორუსიების დუელია, "გლადბახსა" და "დორტმუნდს" შორის.

„ბაიერნი“ – „შალკე“ 8:0

გოლები: 1:0 გნაბრი (4), 2:0 გორეცკა (19), 3:0 ლევანდოვსკი (31, პენ), 4:0 განბრი (47),5:0 გნაბრი (59), 6:0 მიულერი (69), 7:0 სანე (71), 8:მუსიალა (81)

0.156493