ფეხბურთი

22:16 | 28.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ალონსო შესაძლოა "სევილიაში" გადავიდეს

"სევილიამ" შესაძლოა ლონდონის "ჩელსის" მცველი მარკოს ალონსო დაიმატოს. როგორც Daily Express-ი იუწყება, ალონსოს სანაცვლოდ ესპანელები 18 მილიონ გირვანქა სტერლინგის გადახდას აპირებენ და ლონდონელებს კი კაი ჰავერცის დამატებისთვის ფული სჭირდებათ. ინგლისური გამოცემები იუწყებიან, რომ "ლევერკუზენის" ფეხბურთელში "არისტოკრატები" 90 მილიონს გადაიხდიან და მარკოსის ესპანეთში დაბრუნების შანსები იზრდება.

მარკოსი "ჩელსიმ" 2016 წელს "ფიორენტინადან" გადავიდა. გასულ სეზონში ფრენკ ლამპარდის ხელმძღვანელობის პერიოდში ესპანელს იშვიათად უწევდა თამაში და როგორც ჩანს ინგლისელის გეგმებში ალონსო არ შედის. მარკოსმა 2019/20 წლების სეზონში 29 მატჩი ჩაატარა და ოთხ-ოთხი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

0.181289