ჭადრაკი

14:18 | 11.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

კაჭარავა, ერთპიროვნულად დაწინაურდა

ნიკოლოზ კაჭარავამ საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ტურში შავი ფიგურებით გაიმარჯვა ნიკოლოზ ცომაიასთან და ერთპიროვნულად დაწინაურდა.

ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან: ნიკოლოზ პეტრიაშვილი, ჯაბა ადამია და ირაკლი ახვლედიანი.

მეხუთე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: კაჭარავა - ადამია და პეტრიაშვილი - ახვლედიანი.

გოგონათა შორის ასპარეზობაზე, ლიდერებმა:ესაძემ და ფიფიამ ყაიმით დაასრულეს შეხვედრა. ხოლო დონღვანმა კირთაძე დაამარცხა შავებით.

ამრიგად, 4 ტურის შემდეგ 3.5 ქულით გალიდერდნენ: ფიფია,დონღვანი და ესაძე.

მომდენო ტურში საინტერესო იქნება: ფიფია - დონღვანის და ბეჭვაია - ესაძის შეხვედრები.

gcf.org.ge

0.141007