ფეხბურთი

1:30 | 25.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ საფრანგეთის თასი მოიგო

საფრანგეთის ლიგა 1-ის 2019-2020 წლების სეზონი ჯერ კიდევ მაისში გამოცხადდა დასრულებულად, თუმცა, საფრანგეთში ფეხბურთი მაინც დაბრუნდა.

საფრანგეთის თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც „პარი სენ ჟერმენმა“ „სენტ ეტიენს“ დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა. მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მე-14 წუთზე ნეიმარმა გაიტანა.

პსჟ-მ მიმდინარე სეზონში დუბლი შეასრულა, ისტორიაში კი მე-13-ედ მოიგო საფრანგეთის თასი. პარიზული გუნდი ახლა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისთვის მოემზადება, სადაც მეოთხედფინალში ბერგამოს „ატალანტას“ შეხვდება.

0.146992