ფეხბურთი

23:35 | 20.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

სეგუნდას ბოლო ტურის მატჩი გადაიდო, 6 ფეხბურთელი დაინფიცირებულია

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ბოლო ტურის მატჩის „დეპორტივოსა“ და „ფუენლაბრადასა“ შორის გადაიდო. მიზეზი სტუმართა გუნდში 6 ფეხბურთელის კორონავირუსით დაინფიცირებაა.

შედეგად, „ფუენლაბრადას“ ფეხბურთელებს ავტობუსში დარჩენა და შემდეგ თვითიზოლაციაში გადასვლა მოუწიათ.

საინტერესოა, რომ მატჩის გადადებამ სხვა გუნდების უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან სეზონის ბოლო თამაშს არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა არამარტო უშუალოდ ამ გუნდებისთვის, არამედ სხვა გუნდებისთვისაც.

„ფუენლაბარადა“ 60 ქულით პლეი-ოფის ზონაში მოსახვედრად იბრძვის და ამ თამაშს თუ მოიგებს, ლა ლიგაში აღზევების შანსს შეინარჩუნებს. „დეპორტივოს“ საქმე უფრო მძიმედაა, რადგან 48 ქულით გასავარდნ ზონაშია. თუმცა ლა კორუნიელებს გამარჯვებამ შესაძლოა სეგუნდა დივიზიონში ადგილი შეუნარჩუნოს. ყოველშემთხვევაში, მატჩი მოგვიანებით გაიმართება, ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

0.120931