ფეხბურთი

16:39 | 4.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი პაპუნაშვილით ბერძნული გრანდი დაინტერესდა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი შესაძლოა საბერძნეთის სუპერლიგის გადავიდეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელით ათენის „პანათინაიკოსია“ დაინტერესებული.

ბერძნულ გრანდში ტექნიკური დირექტორის პოსტს ესპანელი ხავი როკა იკავებს, რომელიც პირადად მუშაობს აღნიშნულ ტრანსფერზე. პაპუნაშვილის „სარაგოსადან“ წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილი საკითხი და დროის ამბავია. ჩვენებურს სეგუნდა დივიზიონის და MLS-ის გუნდები ეპატიჟებიან, თუმცა, ახლა მისთვის ბრძოლაში ათენელებიც ჩაერთვნენ.

ქართველ შემტევს არაგონელებთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ხოლო ბერძნებს მისი დამატება მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით სურთ.

გიორგი „სარაგოსას“ ღირსებას 2017 წლიდან იცავს და 57 შეხვედრაში 12 გოლი აქვს გატანილი. რაც შეეხება „პანათინაიკოსს“, ბერძნული ფეხბურთის გრანდია, მაგრამ ბოლო ხანს რთული პერიოდი უდგას, 16 ტურის შემდეგ 22 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

0.112107