ფეხბურთი

20:52 | 15.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

U18: ორ დღეში ორი გამარჯვება ესტონეთთან

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ესტონელი თანატოლები ორ დღეში ორჯერ დაამარცხა.

დღევანდელ სპარინგში ანგარიში 46-ე წუთზე შალვა ოგბაიძემ გახსნა და თავისანები დააწინაურა. საბოლოო ანგარიში 88-ე წუთზე დიტო ფაჩულიას გოლით დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ესტონეთს 3:0 მოუგო.

საქართველო (U18) - ესტონეთი (U18) 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ოგბაიძე (46), 2:0 ფაჩულია (88)

0.161461