სხვა

14:50 | 16.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

თსუ ფუტსალის ლიგის ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა!

ფუტსალის ლიგის 2018/19 წლების სეზონის მესამე ადგილის მფლობელი თსუ გახდა.

ქუთაისის სპორტის სასახლეში, მესამე ადგილისთვის განმეორებით შეხვედრაში, „უნივერსიტეტელები“ ადგილობრივ მართვეს დაუპირისპირდნენ, დაძაბულ და სანახაობრივ მატჩში მეტოქე ანგარიშით 5:4 დაამარცხეს და ფუტსალის ლიგა მესამე ადგილით დაასრულეს. თამაშში დუბლით, ლევან კობაიძე, შოთა ჭანუყვაძე და თამაზ გოგსაძე გამოირჩნენ.

მესამე ადგილისთვის ბრძოლა ორ მოგებამდე იყო, პირველ მატჩში თსუ-მ მეტოქე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

თსუ-მ მიმდინარე გათამაშება ორი ტიტულით დაასრულა. „უნივერსიტეტელებმა“ ფუტსალის ლიგის თასის მოგება შეძლეს. თასის ფინალში მათ თელასი დაამარცხეს.

გიორგი ჩიმაკაძე, თსუ: „დაძაბული და სანახაობრივი შეხვერა იყო, განსაკუთრებით მატჩის ბოლო წუთები. შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე დავკარგეთ კონცენტრაცია, რასაც ქაოსი მოჰყვა, თუმცა მოვახერხეთ და შეხვედრა სასურველი ანგარიშის სხვაობით დავასრულეთ. წლევანდელ გათამაშებაში ეს ჩვენი გუნდის მეორე ტიტულია. მივულოცავ ჩემს ბიჭებს. მომავალ სეზონზე ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ.“

დავით ბობოხიძე, თსუ-ს მთავარი მწვრთნელი:„სეზონის სტარტზე დებიუტანტი გუნდი ვიყავით და ჩვენი მიზანი გათამაშებიდან არ გავარდნა იყო. შემდეგ, როდესაც მოთამაშეები დავიმატეთ, ამბიციები გაგვიჩნდა. წლევანდელ სეზონს საბოლოო ჯამში დადებითად შევაფასებდი. დღევანდელ თამაშს რაც შეეხება, დაძაბული მატჩი იყო. თითქოს ანგარიში მიგვყავდა, თუმცა დავისაჯეთ, ბოლო რამდენიმე წამი, ასე რომ ვთქვათ, გადავრჩით. დღევანდელ შეხვედრას ორმაგი დატვირთვა ჰქონდა, რადგან მესამე ადგილისთვის ვიბრძოდით. მეტოქეს წარმატებას ვუსურვებ.“

Sbm.ge

0.116061