სხვა

14:37 | 23.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფაჟავას ოქრო კიევიდან

უკრაინის დედაქალაქმა ერთდროულად უმასპინძლა კიევის გრან–პრის მხატვრულ ტანვარჯიშში და საერთაშორისო ტურნირს "ირინა დერიგინას თასი" სინიორებს და იუნიორებს შორის. სამივე ტურნირზე ასპარეზობდენენ ქართველი გოგონები.

გრან-პრიზე, რომელიც რანგით ერთ–ერთი უმაღლესი დონის შეჯიბრებაა, სალომე ფაჟავამ ცალკეულ საგნებში - ბურთით და გურზებით ვარჟიშში ფინალში იასაპარეზა. გურზებში სალომემ ყველას აჯობა და 19,700 ქულით ოქროს მედალი მოიპოვა, ბაფთით ვარჯიშში კი, ბრინჯაოს მედლამდე ოდნავ დააკლდა და მეოთხე ადგილზე გავიდა.
"ირინა დერიგინას თასზე" სინიორებს შორის წარმატებული გამოდგა საქართველოს ნაკრების მეორე ნომრის, ნათელა ბოლატაევას ასპარეზობა. ის ოთხივე საგნით ვარჯიშში ფინალში გავიდა: ბაფთით ვარჯიშში მეორე ადგილი დაიკავა, რგოლით ვარჯიშში კი - მესამე. ბურთით ვარჯიშში ნათელა მეოთხეზე გავიდა, ხოლო გურზებით ვარჯიშში მეხუთე გახლდათ.
იუნიორებს შორის ასპარეზობდა ნუცა ჯანაშვილი, რომელმაც ბაფთით ვარჯიშში მეხუთე ადგილი დაიკავა, ბურთით ვარჯიში კი მეშვიდე იყო.

0.145847