ფეხბურთი

23:23 | 1.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალის ლიგა: "საუნიერსიტეტო დერბი“ ერთი გოლით

ფუტსალის ლიგის 2018-19 წ.წ. სეზონის XI ტურის შეხვედრებს თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს. ტურის პირველ მატჩში ერთმანეთს თბილისის და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტები დაუპირისპირდნენ.

გუნდებს შორის გამართული პირველი თამაშისგან განსხვავებით, რომლიც თსუ-მ დიდი ანგარიშით 8-2 მოიგო, მატჩი უხვგოლიანი არ გამოდგა. „საუნივერსიტეტო“ დერბი 1:0 დასრულდა. ოცდამეთხუტმეტე წუთზე შაკო კაპანაძის მიერ გატანალი ერთადერთი გოლით შეძლო თსუ-მ სამი ქულის მოპოვება.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გიორგი მამულაძე, ბსუ: „პირველ რიგში, მინდა თსუ-ს დიდი მადლობა გადავუხადო კარგი თამაშისთვის. წინა დაპირისპირებისგან განსხვავებით უფრო მობილიზებულები გამოვედით. ჩვენი მიზანი გოლის არ გაშვება იყო და მეორე ტაიმის მიწურულამდე მოვახერხეთ კიდეც ეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც შეძლო მეტოქემ სამი ქულის მოპოვება. ამის გამომწვევი მთავარი მიზეზი ალბათ ძირითადის მოთამაშეების არყოლა იყო. ოპტიმალური შემადგენლობა არ გვყავდა, სულ ხუთი-ექვსი კაცი ვთამაშობდით და ბოლოს ფიზიკურადაც დავიღალეთ. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს, რადგან ბიჭებმა დღევანდელ შეხვედრაში ძალიან მოინდომეს.“
შაკო კაპანაძე, თსუ: „წინა ტურში საკმაოდ დავკარგეთ ქულები და ეს შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. აუცილებლად უნდა მოგვეგო და ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. ბსუ-სთან პირველი წრის დაპირისპირებასთან შედარებით ახლა უფრო მძიმე თამაში გამოდგა. მეტოქე ბევრად მომზადებული ჩამოვიდა, რამაც დაძაბულობის მატება გამოიწვია. ჩემი აზრით, გამარჯვების მოპოვებაში ჩვენს გუნდს მეტი მონდება დაეხმარა. შევეცდებით პოზიციები გავიუმჯობესოთ და პლეი-ოფში ადგილი გავინაღდოთ.“
ამ წუთებში მატჩი ივერია 2017-სა და თელასს შორის მიმდინარეობს. ტურის ბოლო შეხვედრაში კი თბილისი ქუთაისის მართვეს დაუპირისპირდება.

0.149871