ფეხბურთი

22:30 | 3.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" "რუსთავი" დაამარცხა

ეროვნული ლიგის მე-19 ტურის პირველ შეხვედრაში თბილისის "დინამომ" "რუსთავი" "დინამო არენაზე" მიიღო და 2:1 დაამარცხა. კახა კაჭარავას გუნდმა კომფორტული სიტუაცია პირველივე ტაიმში შეიქმნეს: აკაკი შულაიამ მე-18 წუთზე გახსნა ანგარიში, ხოლო ნიკა ნინუამ 34-ე უპირატესობა ორამდე გაზარდა. სტუმართაგან ერთადერთი გოლი ელგუჯა ლობჯანიძემ შეხვედრის ბოლო წუთზე გაიტანა.

"დინამოს" 19 მატჩში 41 ქულა დაუგროვდა და კვლავ მეორე ადგილზე იმყოფება. რუსთაველები კი მეექვსე ადგილზე 21 ქულით არიან. მე-20 ტურში კაჭარავას გუნდი "ლოკომოტივს" შეხვდება, ხოლო "რუსთავი" "ტორპედოს" დაუპირისპირდება.

0.154156