კალათბურთი

21:07 | 8.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” ტავარესს დაიმატებს

მადრიდის “რეალი” 25 წლის კაბო-ვერდელ ცენტრს უოლტერ ტავარესს დაიმატებს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

ტავარესი გასულ წელს “კლივლენდ კავალიერსში” ირიცხებოდა, სადაც ერთი შეხვედრა ჩაატარა და 6 ქულა, 10 მოხსნა და 1 პასი გააკეთა. 2015-2017 წლებში ის “ატლანტას” ღირსებას იცავდა, სადაც საშუალოდ ერთ მატჩში 2.3 ქულას და 1.6 მოხსნას აკეთებდა.

0.135585