ფეხბურთი

10:00 | 18.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბოლონიამ" პალასიო გაიფორმა და მჭედლიძე გამოირიცხა

იტალიის სერია A-ს ბინადარმა “ბოლონიამ” ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელი როდრიგო პალასიო გაიფორმა. ამის შესახებ ემილიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. პალასიო რობერტო დონადონის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

35 წლის პალასიომ სახელი სამშობლოში, “ბოკა ხუნიორსში” თამაშით გაითქვა, შემდეგ კი იტალიაში გადაბაგრდა: ჯერ “ჯენოაში” ირჯებოდა (100 თამაში, 38 გოლი), ხოლო მერე “ინტერში” (169 თამაში, 58 გოლი). როდრიგოს თავის დროზე არგენტინის ეროვნულ ნაკრებშიც იწვევდნენ და 27 შეხვედრაში 3 გოლიც გაიტანა.

ჩვენთვის კი, ამ ტრანსფერში ყველაზე საინტერესო ლევან მჭედლიძის საკითხია: საქმე ისაა, რომ “ბოლონია” ქართველი ფორვარდის ტრანსფერს განიხილავდა, მაგრამ პალასიოს დამატების შემდეგ აღნიშნული თითქმის გამორიცხულია.

0.171132