ფეხბურთი

11:10 | 5.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდელები: 4:2, 1:4 უზბეკეთთან

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა მეორე ტესტ-მატჩი გამართა უზბეკეთის 18-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ და ამჯერად 1:4 დამარცხდა. პირველ ჯერზე ვასილ მაისურაძის შეგირდებმა 4:2 მოუგეს მეტოქეს.

შეხვედრა ქართველთა შეტევებით დაიწყო, თუმცა სტუმრებმა სწრაფი კონტრშეტევებით ისარგებლეს და პირველივე ტაიმში დაწინაურდნენ სამბურთიანი სხვაობით. ჩვენი გუნდიდან ერთადერთი გოლი გიორგი ივანიაძემ გაიტანა.

სფფ-ის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, საქართველოს ნაკრებმა მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: ბულისკერია, ტაბატაძე, ანდრონიკაშვილი, ქაფიანიძე, ხარაბაძე, სილაგაძე, დარცმელია, ქოჩორაშვილი, ქიმერიძე, ერგემლიძე, ქავთარაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ივანიაძე, კიკალიშვილი, კიტეიშვილი, ოზბეთელაშვილი, შეწირული, ძებნიაური, ნინუა, ნიკოლეიშვილი.

შეგახსენებთ, ვასილ მაისურაძის გუნდი (1999 წელს დაბადებულები და უმცროსები) შემოდგომაზე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ითამაშებს, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქეები საფრანგეთის, ბოსნიისა და ანდორის ნაკრებები იქნებიან. ამ ჯგუფის შესარჩევი ტურნირი 8-14 ნოემბერს ბოსნიაში გაიმართება.

0.13619