ისტორია

9:47 | 21.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

21 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1929. დაიბადა შანდორ კოჩიში (შანდორ კოჩიში პეტერი). ლეგენდარული უნგრელი საფეხბურთო ფორვარდი. უნგრეთის ნაკრების შემადგენლობაში 1952 წელს გახდა ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. შვეიცარიის მუნდიალზე შეასრულა ორი ჰეთ-თრიკი. 1953-54 წლებში უნგრეთის ნაკრები ორჯერ შეხვდა ინგლისის ეროვნულ გუნდს და ორივე შეხვედრა საერთო ანგარიშით 13:4 მოიგო. ამ მატჩებში კოჩიშმა 4 გოლი გაუტანა ინგლისელებს. უნგრეთის ნაკრებში ჩაატარა 68 მატჩი, გაიტანა 75 გოლი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა ბუდაპეშტის “ფერენცვაროშსა” (1945-50) და “ჰონვედში” (1950-57), შვეიცარიის “იანგ ფელოუში” (1957-58), “ბარსელონაში” (1958-60, 1962-65), “ვალენსიაში” (1961). 1958 და 1960 წლებში მოიპოვა ბაზრობათა თასი. უნგრეთის ხუთგზის ჩემპიონი (1949, 1950, 1952, 1954, 1955). ესპანეთის ორგზის ჩემპიონი (1959, 1960). 1959 და 1963 წლებში მოიპოვა ესპანეთის თასი. 1951, 1952 და 1954 წლებში გახდა უნგრეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. 1954 წელს დაასახელეს უნგრეთის საუკეთესო ფეხბურთელად. უნგრეთისა და ესპანეთის საფეხურთო ლიგებში ჩაატარა 335 მატჩი, გაიტანა 295 გოლი. წვრთნიდა “ბარსელონას” (1970-71) და “ერკულესს” (1972-74). შანდორ კოჩიში ბარსელონაში 1979 წლის 22 ივლისს გარდაიცვალა. იგი ბარსელონას ერთ-ერთი კლინიკის მეოთხე სართულის პალატიდან გადავარდა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1899. შტუტგარტში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “შტუტგარტერ კიკერსი”. ბუნდესლიგის დაარსებამდე (1963) გუნდი საკმაო წარმატებით თამაშობდა. “კიკერსმა” რამდენჯერმე მოიგო რეგიონალური ჩემპიონატი. “შტუტგარტერ კიკერსი” ორჯერ მონაწილეობდა ბუნდესლიგის გათამაშებაში, მაგრამ ორივეჯერ უძლიერესთა რიგები დატოვა. კლუბს ძლიერი საფეხბურთო სკოლა აქვს. მისი აღზრდილები არიან იურგენ კლინსმანი, გვიდო ბუხვალდი, ფრედი ბობიჩი.

1901. გერმანიის საფეხბურთო ნაკრებმა პირველად იასპარეზა ინგლისში და ამ ქვეყნის სამოყვარულო ნაკრებთან 0:12 დამარცხდა.

1919. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, ჰეიზელ უიტმენმა ზინდერშტეინი 6:1, 6:2 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 33-ე ჩემპიონი გახდა.

1935. ჯიმი არმფილდი. ინგლისის ნაკრებისა და “ბლექპულის” განაპირა მცველი. ხანგრძლივი საკლუბო კარიერა მხოლოდ “ბლექბერნში” გაატარა და ამ გუნდის შემადგენლობაში 568 მატჩი (6 გოლი) ჩაატარა. მსოფლიოს 1962 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 43 შეხვედრა.

1938. თბილისის ”დინამომ” ფეხბურთში საბჭოთა კავშირის რიგით მეოთხე ჩემპიონატის მატჩში, ხარკოვის ”სპარტაკი” 7:1 დაამარცხა. ”დინამოელთაგან” გოლები პაიჭაძემ (3), მ. ბერძენიშვილმა (2), ლოლაძემ და მინაევმა გაიტანეს. ერთი ბურთიც ხარკოველებმა საკუთარ კარში შეაგდეს.

1949. ინგლისის ნაკრებმა პირველი საშინაო მარცხი განიცადა ქვეყნის ნაკრებთან, რომელიც ბრიტანეთის თანამეგობრობის წევრი არ იყო. ლივერპულის “გუდისონ პარკზე” ინგლისელები ირლანდიასთან 0:2 დამარცხდნენ. ირლანდია ბრიტანეთის თანამეგობრობიდან ამ მატჩამდე რამდენიმე თვით ადრე გავიდა.

1951. ჩეხოსლოვაკიელმა სტაიერმა ემილ ზატოპეკმა 15 კილომეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (44:54.6).

1953. თბილისის ”დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში რუმინეთის ნაკრებთან 1:2 წააგო. ქართველთაგან ერთადერთი გოლი ავთანდილ ჭკუასელმა გაიტანა. შეხვედრა თბილისში, ”დინამოს” სტადიონზე ჩატარდა. ”დინამო”: მარღანია, ელოშვილი, რუსაძე, კუბლაშვილი. მახარაძე, ანთაძე, ა. კოტრიკაძე, კ. გაგნიძე, კალოევი, ღოღობერიძე, ჭკუასელი.

1955. როკი მარჩიანომ სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის მეცხრე რაუნდში ნოკაუტით არჩი მური დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

1961. იტალიელმა ანტონიო აბერტინდომ ლა მანშის სრუტე აქეთ-იქეთ შეუსვენებლად გადაცურა (44 მილი).

1969. ჩოგბურთში დევისის თასის 58-ე გათამაშების ფინალში, აშშ-ის ეროვნულმა გუნდმა რუმინეთის ნაკრები 5:0 დაამარცხა. მატჩი კლივლენდში ჩატარდა.

1969. დიდმა ბრიტანელმა სტაიერმა რონ ჰილმა მარათონულ გარბენში ევროპის ჩემპიონატი მოიგო (2:16.47).

1973. ნეიტ არჩიბალდმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ ”საკრამენტო კინგზთან” იმდროისთვის სარეკორდო ხანგრძლივობის, შვიდწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად არჩიბალდი ყოველწლიურად 450 ათას დოლარს მიიღებდა.

1985. მაიკლ სფინქსმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ლარი ჰოლმსი თხუთმეტრაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1986. იტალიის სერია A-ში დებიუტი ჰქონდა რობერტო ბაჯოს. იმ დღეს მან ფლორენციის “ფიორენტინას” შემადგენლობაში გენიუს “სამპდორიას” წინააღმდეგ ითამაშა.

1988. სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონმა მაიკ ტაისონმა ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ბერნარდსვილში, მის სახლთან მისულ რეპორტიორებს ვიდეოკამერა დაუმსხვრია.

1988. კიევის “დინამოს” ფორვარდმა ოლეგ ბლოხინმა საბჭოთა კავშირის ნაკრების რიგებში ჩატარებულ მატჩთა აბსოლუტური რეკორდი დაამყარა. დიუსელდორფში ჩატარებულ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში მან 112-ედ მოირგო საკავშირო ნაკრების მაისური. შეხვედრა გერმანელებმა 1:0 მოიგეს.

1991. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ”ოცნების გუნდის” შემადგენლობა დაასახელეს, რომელსაც აშშ-სა და NBA-ს ღირსება ბარსელონას 1992 წლის საზაფხულო ოლიმპიადაზე უნდა დაეცვა.

2004. უეფამ ჩემპიონთა ლიგის მატჩში “რომას” კიევის “დინამოსთან” 0:3 წაგება ჩაუთვალა. რომაელები ამგვარად 15 სექტემბრის შეხვედრაში მათი გულშემატკივრის ხულიგნური საქციელის გამო დაისაჯნენ - ტრიბუნებიდან ნასროლი საგანი შეხვედრის არბიტრს ანდერს ფრისკს თავში მოხვდა. უეფამ “რომას” ჩემპიონთა ლიგის ორი უახლოესი მატჩის ჩატარება (ლევერკუზენის “ბაიერთან” და მადრიდის “რეალთან”) უმაყურებლოდ მიუსაჯა.

2005. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა დევიდ სტერნმა გამოაცხადა, რომ ქარიშხალ “კატრინას” გამო დაზარალებული ქალაქის ნიუ ორლეანის კლუბი “ჰორნეთსი” რეგულარული ჩემპიონატის მატჩებს Oკლაჰომა სიტის “ფორდ სენთერში” ჩაატარებდა.NBA

2008. ესპანეთში დასრულდა ველორბოლაში “ვუელტას” მორიგი შეჯიბრება. საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი ესპანეკმა ალბერტო კონტადორმა მოიპოვა, მეორეზე ამერიკელი ლევი ლაიპმაიერი გავიდა, მესამე კი კიდევ ერთი ესპანელი კარლოს სასტრე იყო.

ამ დღეს დაიბადნენ

1902. ლიმარი სალმინენი. ფინელი სტაიერი. 10 კილომეტრზე რბენაში 1932 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1907. ეჟენ მაკი. შვეიცარიელი ტანმოვარჯიშე. 1928 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ბჯენით ხტომასა და გუნდურ ჩათვლაში. 1936 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი გუნდურ და პირად ჩათვლაში. 1934 წელს გახდა მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი.

1914. კარელ კოლსკი. ჩეხოსლოვაკიის საფეხბურთო ნაკრების მცველი და მწვრთნელი. ჩეხოსლოვაკიის ოთხგზის ჩემპიონი. 1956-59 წლებში იყო ჩსსრ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და გუნდი 1958 წლის მუნდიალის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა. კოლსკი 1984 წლის 2 თებერვალს ტრაგიკულად დაიღუპა, როცა თევზაობისას ყინული ჩაუტყდა.

1929. შანდორ კოჩიში (შანდორ კოჩიში პეტერი). ლეგენდარული უნგრელი საფეხბურთო ფორვარდი. უნგრეთის ნაკრების შემადგენლობაში 1952 წელს გახდა ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. შვეიცარიის მუნდიალზე შეასრულა ორი ჰეთ-თრიკი. 1953-54 წლებში უნგრეთის ნაკრები ორჯერ შეხვდა ინგლისის ეროვნულ გუნდს და ორივე შეხვედრა საერთო ანგარიშით 13:4 მოიგო. ამ მატჩებში კოჩიშმა 4 გოლი გაუტანა ინგლისელებს. უნგრეთის ნაკრებში ჩაატარა 68 მატჩი, გაიტანა 75 გოლი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა ბუდაპეშტის “ფერენცვაროშსა” (1945-50) და “ჰონვედში” (1950-57), შვეიცარიის “იანგ ფელოუში” (1957-58), “ბარსელონაში” (1958-60, 1962-65), “ვალენსიაში” (1961). 1958 და 1960 წლებში მოიპოვა ბაზრობათა თასი. უნგრეთის ხუთგზის ჩემპიონი (1949, 1950, 1952, 1954, 1955). ესპანეთის ორგზის ჩემპიონი (1959, 1960). 1959 და 1963 წლებში მოიპოვა ესპანეთის თასი. 1951, 1952 და 1954 წლებში გახდა უნგრეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. 1954 წელს დაასახელეს უნგრეთის საუკეთესო ფეხბურთელად. უნგრეთისა და ესპანეთის საფეხურთო ლიგებში ჩაატარა 335 მატჩი, გაიტანა 295 გოლი. წვრთნიდა “ბარსელონას” (1970-71) და “ერკულესს” (1972-74). შანდორ კოჩიში ბარსელონაში 1979 წლის 22 ივლისს გარდაიცვალა. იგი ბარსელონას ერთ-ერთი კლინიკის მეოთხე სართულის პალატიდან გადავარდა.

1933. ანატოლი კრუტიკოვი. საბჭოთა კავშირის ნაკრების, მოსკოვის ცსკასა და ”სპარტაკის” მცველი. 1960 წლის ევროპის ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1962) და ორგზის თასის მფლობელი (1963, 1965). საკავშირო პირველობებზე ჩაატარა 302 მატჩი, გაიტანა 10 გოლი.

1950. შამილ ხისამუტდინოვი. საბჭოთა მოჭიდავე. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ორ-ორჯერ მოგებული აქვს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები.

1951. ბრუს არენა. ამერიკელი საფეხბურთო მწვრთნელი. აშშ-ის ნაკრების დამრიგებელი. 1996 წელს გუნდს ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა. ამჟამად “ლოს ანჯელეს გალაქსის” მთავარი მწვრთნელია.

1957. ლინეტ ლავი. ამერიკელი ტაეკვანდოისტი. 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1959. ანჯეი ბუნცოლი. 1980-იან წლებში პოლონეთის ნაკრების ნახევარმცველი. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი. 1986 წლის მუნდიალის მონაწილე. პოლონეთის ნაკრებში ჩაატარა 51 მატჩი, გაიტანა 6 გოლი. ლევერკუზენის “ბაიერის” შემადგენლობაში 1988 წელს მოიპოვა უეფას თასი. “ჰამბურგის” რიგებში გამოსვლისას დაეუფლა გერმანიის თასს (1987).

1961. ფილიპ ანზიანი. 1970-90-იანი წლების ფრანგი ფორვარდი. საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ლიგაში ჩაატარა 534 მატჩი, გაიტანა 102 გოლი. 1985 წელს მოიპოვა საფრანგეთის თასი. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 5 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი.

1962. გრანტ ფიური. კანადელი ჰოკეისტი. ამპლუით გოლკიპერი. უიენ გრეცკის ყოფილი თანაგუნდელი ”ედმონტონ ოილერზში”. მოგებული აქვს სტენლის თასი.

1963. ტრევორ სტივენი. 1985-92 წლებში ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 36 მატჩი, გაიტანა 4 გოლი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა “ევერტონსა” და გლაზგოს “რეინჯერსში”. 1985 წელს ლივერპულელთა შემადგენლობაში მოიპოვა თასების თასი. ინგლისის ორგზის ჩემპიონი და ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის თასის მფლობელი. შოტლანდიის ექვსგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი.

1964. კარლოს აგილერა ნოვა. 1982-97 წლებში ურუგვაის ნაკრების ფორვრადი. 1989 წელს გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ურუგვაის ნაკრებში ჩაატარა 65 მატჩი, გაიტანა 23 გოლი. ურუგვაის ხუთგზის ჩემპიონი.

1966. რიკარდი (ტებ) რამოსი. დაბადებით ურუგვაელი ნახევარმცველი, რომელიც 1990-იან წლებში აშშ-ის საფეხბურთო ნაკრების ღირსებას იცავდა. მსოფლიოს სამი ჩემპიონატის (1990, 1994, 1998) მონაწილე. აშშ-ის ნაკრებში ჩაატარა 81 მატჩი, გაიტანა 8 გოლი. შეყვანილია აშშ-ის “საფეხბურთო დიდების” დარბაზში.

1974. ლუის რობსონი. ბრაზილიელი ფეხბურთელი. მოსკოვის ”სპარტაკის” რიგებში მოგებული აქვს რუსეთის ჩემპიონობა და თასი.

1975. გია ლაბაძე. საქართველოს რაგბისტთა ნაკრებისა და ფრანგული ”ტულონის” მოთამაშე. მსოფლიოს თასის მონაწილე. ლაბაძემ დიდი წვლილი შეიტანა ტულონელთა მიერ საფრანგეთის ტოპ-დივიზიონის საგზურის მოპოვების საქმეში.

1975. ალექსანდრ პანოვი. რუსეთის ნაკრების, სანკტ-პეტერბურგის ”ზენიტის”, მოსკოვის ”ტორპედოსა” და ”სენტ-ეტიენის” ფორვარდი. რუსეთის ნაკრებში ჩაატარა 17 მატჩი, გაიტანა 4 გოლი. 1999 წელს მოიპოვა რუსეთის თასი.

1982. მარატ იზმაილოვი. რუსეთის ნაკრებისა და მოსკოვის ”ლოკომოტივის” ფორვარდი. მსოფლიოსა (2002) და ევროპის (2004) ჩემპიონატების მონაწილე. რუსეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი.

1986. დიეგო მარადონა-უმცროსი (დიეგო სინაგრა). დიეგო არმანდო მარადონას ვაჟი. თამაშობდა ”ტორინოში”. ამჟამად იტალიის პლაჟის ფეხბურთელთა ნაკრების წევრია. ამ გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 10 მატჩი, გაიტანა 2 გოლი.

0.149051