ფეხბურთი

14:12 | 29.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა ისტორიულ შედეგთან ერთ ნაბიჯში

ესპანეთი ყველა დროის რეკორდის დამყარებასთან ძალზე ახლოსაა. საქმე ისაა, რომ ევროტურნირების ოთხივე ფინალისტი შესაძლოა, პრინეული გუნდი იყოს და თუ ასე მოხდა, ფეხბურთის ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება.

აქამდე რომელიმე ევრტურნირის ფინალში ერთი ქვეყნის წარმომადგენლებს უთამაშიათ, მაგრამ ერთბაშად ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გადამწყვეტ მატჩებში ერთი ქვეყნის დერბი არ შემდგარა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის “რეალი” და “ატლეტიკოა” გასული და პირველი მატჩები ერთმა ფრედ დაასრულა (0:0), მეორემ კი მოიგო (1:0). ხოლო ევროპა ლიგის საუკეთესო ოთხეულის პირველ თამაშებში “ვილიარეალმა” (1:0) იმარჯვა, “სევილია” კი, დონეცკში, “შახტარს” (2:2) დაუზავდა.

0.155064