რაგბი

17:21 | 25.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

კაპიტნის ვარჯიში და წინასამატჩო პრესკონფერენცია

პარასკევს, 26 თებერვალს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩამდე (საქართველო-ესპანეთი, 27 თებერვალი, 17:00, მიხეილ მესხის სტადიონი) ერთი დღით ადრე, გუნდები კაპიტნის ვარჯიშებსა და წინა სამატჩო პრესკონფერენციას მესხის სტადიონზე გამართავენ.

ესპანელების კაპიტნის ვარჯიში ხვალ 12:00 საათზე დაიწყება, “ბორჯღალოსნები” კი 17:00 საათზე ივარჯიშებენ. მანამდე, 16:30 საათზე მესხის საპრესკონფერენციო დარბაზში კაპიტნები და მწვრთნელები ტრადიციულ წინასამატჩო პრესკონფერენციას გამართავენ.

26/02/2016 – მიხეილ მესხის სტადიონი

კაპიტნის ვარჯიში

ესპანეთი – 12:00-13:00

საქართველო – 17:00-18:00

წინასამატჩო ერთობლივი პრესკონფერენცია – 16:30

შეგახსენებთ, რომ მომავალი მატჩის ბილეთები 18 თებერვლიდან ონლაინ იყიდება ვებგვერდზე www.TKT.GE/RUGBY. 22 თებერვლიდან ბილეთების შეძენა უკვე სტადიონის სალაროებშიცაა შესაძლებელი. ფასი 3 და 5 ლარი.

www.rugby.ge

0.111455