რაგბი

16:23 | 22.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო-ესპანეთის ბილეთები უკვე მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებშიც იყიდება

27 თებერვალს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში “ბორჯღალოსნები” შინ, მიხეილ მესხის სტადიონზე ესპანეთს უმასპინძლებენ. მატჩი სტარტს 17:00 საათზე აიღებს.

ბილეთების გაყიდვა ინტერნეტით 18 თებერვალს დაიწყო, დღეიდან, 22 თებერვლიდან ბილეთები კი უკვე მესხის სტადიონის სალაროებშიც იყიდება. ბილეთის ფასი 3 და 5 ლარია.

ბილეთების შეძენის ხერხები

1. ონლაინ, ვებ-გვერდზე www.TKT.GE/RUGBY;

გვერდზე გადასვლა ასევე შეგიძლიათ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან. გვერდზე შესვლის შემდეგ, ზემოთ დააჭირეთ ღილაკს - SHOP NOW, რომელიც ბილეთების გვერდზე გადაგიყვანთ.

2. ფილარმონიის სალაროებში ყოველდღე 11:00-დან 19:00 საათამდე;

3. მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებში ყოველდღე 11:00-დან 19:00 საათამდე;

ბილეთების შეძენასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანია TKT.GE-ს შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 0322 19 55 77.

0.147132