რაგბი

20:30 | 17.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბორჯღალოსანთა” მატჩებზე დასასწრები ბილეთები ონლაინ გაიყიდება

რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელ სეზონში ორი ტური მიილია, რომლის შედეგებით ორიბონუს ქულიანი მოგებით, “ბორჯღალოსნები” სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებენ, მეორე პოზიცია კი რუმინელებმა რუსეთს დაუთმეს.

27 თებერვალს “ბორჯღალოსნები” წლის მეორე საშინაო მატჩში მესხის სტადიონზე ესპანეთს უმასპინძლებენ. გუნდებს შორის რიგით მე-17 რკენა 17:00 საათზე დაიწყება. რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელი სეზონის ბოლო საშინაო მატჩში “დიდი რაგბი” “დინამო არენას” დაუბრუნდება, სადაც “ბორჯღალოსნები” რუმინელ “მუხებს” 19 მარტს, 17:00 საათიდან ერკინებიან.

ვითვალისწინებთ რა ქართული რაგბისა და ზოგადად სპორტის ქომაგების მოთხოვნებს, დროა გადავიდეთ ბილეთების უფრო კომფორტულ, ონლაინ გაყიდვის მეთოდზე. ელექტრო ბილეთი, თავის მხრივ, ბევრად გაადვილებს ბილეთების გაყიდვას. ბილეთების შეძენა, როგორც ინტერნეტით, ასევე ადგილზე, სალაროში იქნება შესაძლებელი.

საქართველოში დღეს ორი კომპანიაა წარმოდგენილი - TKT.GE და BILETEBI.GE. ვინაიდან ონლაინ ბილეთების გაყიდვის გამოცდილება საქართველოს რაგბის კავირს არ აქვს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორივე კომპანიას, რაგბი ევროპის ჩემპიონატის დარჩენილ ორ საშინაო მატჩზე, რიგრიგობით მიეცეს ბილეთების გაყიდვის შესაძლებლობა.

“მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მოვემსახუროთ საქართველოში ნომერი პირველი სპორტის სახეობის, რაგბის გულშემატკივრებს. უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ მნიშვნელოვან თანამშრომლობას და ვცდილობთ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ქართული რაგბის ქომაგებს. გვჯერა, რომ ქართული რაგბის წარმატება ჩვენი კომპანიისთვისაც უდიდესი წარმატების მომტანი იქნება. რაგბი ჩვენი თამაშია“, - განაცხადა TKT.GE-ს მმართველმა ვაჟა ხაჩიძემ.

BILETEBI.ge-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა, გიორგი ჩხიკვიშვილმა შემდეგი განაცხადა: “ჩვენ, როგორც ქართული რაგბის ყველა გულშემატკივარი დიდი სიხარულით ვადევნებთ თვალს ბოლო წლებში საქართველოს ნაკრების ფენომენალურ წინსვლას. ჩვენთვის დიდი პატივია მივიღოთ მონაწილეობა და გავაკეთოთ მაქსიმუმი, რათა რაც შეიძლება ბევრმა გულშემატკივარმა შეძლოს თამაშზე დასწრება და საყვარელი გუნდის ქომაგობა. ჩვენი მხრიდან, ვუერთდებით “ბორჯღალოსნების” ქომაგთა დიდ არმიას და ვუსურვებთ ჩვენს გუნდს გამარჯვებას“.

მატჩების ბილეთების გაყიდვის რიგითობა ასე გადანაწილდა:

საქართველო – ესპანეთი TKT.GE

საქართველო – რუმინეთი BILETEBI.GE

როგორ შევიძინოთ ბილეთები საქართველო – ესპანეთის ბილეთები? თქვენივე კომფორტისთვის, ბილეთების შეძენა შეგიძლიათ თქვენთვის მოსახერხებელი იქნება შემდეგი არხებით:

1.18 თებერვლიდან ონლაინ შემდეგ ვებ-გვერდზე: http://TKT.GE

2. ფილარმონიის სალაროებში – გაყიდვები დაიწყება 21 თებერვლიდან, ყოველდღე, 11:00-დან 19:00 საათამდე.

3. ტრადიციულად, მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებში 22 თებერვლიდან, ყოველდღე, 11:00-დან 19:00 საათამდ.

ბილეთების შეძენასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანია TKT.GE-ს შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 0322 19 55 77.

www.rugby.ge

0.151415