რაგბი

13:23 | 29.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბილეთები: საქართველო – გერმანია

სანაკრებო სეზონის დაწყებამდე 7 დღე რჩება. 6 თებერვალს “ბორჯღალოსნები” “რაგბი ევროპის” ჩემპიონატის მორიგი სეზონის პირველ მატჩში გერმანიას უმასპინძლებენ. მატჩი ავჭალის სტადიონზე 14:00 საათზე დაიწყება.

2016 წლის სასტარტო შეხვედრის ბილეთები ავჭალის სარაგბო სტადიონის სალაროში 4 და 5 თებერვალს – 11:00-დან 19:00 საათამდე, ხოლო 6 თებერვალს 12:00-დან მატჩის დაწყებამდე გაიყიდება. ბილეთის ფასი 5 ლარია.

შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთები დაუნომრავია. აქედან გამომდინარე ქომაგებს ვურჩევთ თადარიგი დაიჭირონ და მატჩზე ადრე მივიდნენ, რათა კარგი ადგილების დაკავება შეძლონ.

0.165001