ფეხბურთი

13:34 | 15.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” კრიშტიანუსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა გუნდის პორტუგალიელ ლიდერ კრიშტიანუ რონალდუსთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობას.

Goal-ის ცნობით, “სამეფო კლუბის” ბოსებმა რონალდუს პირადი საუბრისას აცნობეს, რომ მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივების აუცილებლობას ვერ ხედავენ.

30 წლის ფეხბურთელს მადრიდელებთან მოქმედი შეთანხმება 2018 წლამდე აკავშირებს.

ოქტომბრის დასაწყისში კრიშტიანუმ განაცხადა, რომ ჯერ არ იცის რა მოხდება მომავალში. უფრო ადრე ის ამბობდა, რომ კარიერის ამერიკულ MLS-ში დასრულება უნდა. ამასთან, “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინიო პერესმა თქვა, რომ კლუბი მზადაა რონალდუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს, თუმცა იქვე დაამატა - “ცხოვრებაში ყველაფერია მოსალოდნელი”.

რამდენიმე დღის წინ რონალდუმ კარიერაში მეოთხე “ოქროს ბუცი” მიიღო და თქვა, რომ კარიერის დასრულება “რეალში” უნდა.

0.119664