ფეხბურთი

18:45 | 1.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნოლიტო ლა ლიგაში საუკეთესოდ ცნეს

პრიმერადივიზიონის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ესპანეთის ეროვნული ნაკრების და “სელტას” თავდამსხმელი ნოლიტო ესპანეთის ჩემპიონატის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

გასულ თვეში ვიგოელთა შემადგენლობაში ფეხბურთელმა 4 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. 28 წლის ნოლიტოს ყველაზე წარმატებული თამაში “ბარსელონას” წინააღმდეგ გამოუვიდა. “ბლაუგრანასთან” მოგებულ შეხვედრაში (4:1) ესპანელმა ერთი გოლი გაიტანა და თანაგუნდელებს ორჯერ გაატანინა.

0.143702