რაგბი

0:47 | 31.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართული რაგბის ქომაგთა დიდი ხნის ოცნება

დღეს, 31 ივლისს, “ბორჯღალოსნების” ქომაგებს დიდი ხნის ოცნება აუსრულდებათ – 14:00 საათზე “ვითიბი ბანკის” ე.წ. “ჩაის სახლის” ფილიალში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი 2) ეროვნული ნაკრების ფან-შოპი გაიხსნება.

მაღაზიის გახსნას, რომელშიც ქომაგები შესძლებენ “ბორჯღალოსნების” კვართების, ბურთების და ქართული რაგბის სიმბოლიკიანი სხვა ატრიბუტიკის შეძენას, დაესწრებიან ეროვნული ნაკრების მოთამაშეები, რაგბის კავშირის და “ვითიბი ბანკის” წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ “ბორჯღალოსნების” “ფან შოპი” ეროვნული ნაკრებისა და საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორის, “ვითიბი” ბანკის მხარდაჭერით იხსნება.

მაღაზიის გახსნაზე მოსულ პირველ 10 მყიდველს სიურპრიზი ელოდება!

0.167867