რაგბი

1:43 | 26.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბორჯღალოსნები” მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ეტაპს იწყებენ

მსოფლიო თასის დაწყებამდე 85 დღე რჩება. “ბორჯღალოსნების” რაზმი მზადებას იწყებს და ორშაბათიდან (29 ივნისი) შევარდენის ბაზაზე შეკრებაზე შედის.

გაცნობებთ, რომ ორშაბათიდან ბაზა დაიკეტება და ყველა დანარჩენ გუნდს ვარჯიშის გაგრძელება შევარდენზე სექტემბრიდან შეეძლება.

მსოფლიო თასის სასელექციო/საშეკრებო რაზმის ვინაობა რამდენიმე დღეში დასახელდება.

წინა სამსოფლიო მზადების შესახებ ახალი ამბები, დეტალები და განახლებები დროდადრო საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოციალური მედიის პლატფორმებზე ( Facebook, Twitter) გავრცელდება.

0.125527