რაგბი

22:14 | 8.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო-რუსეთის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

14 მარტს მესხის სტადიონზე “რაგბი ევროპის” ჩემპიონატის 2015 წლის გათამაშების მე-4 ტურში ქართველი “ბორჯღალოსნები” რუს “დათვებს” ურთიერთშეხვედრების ისტორიაში მეცხრამეტედ ერკინებინ. მატჩი 17 საათზე დაიწყება.

მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს, 8 მარტს 12 საათზე დაიწყო! დღეიდან ბილეთები მესხის სტადიონის სალაროებში ყოველდღე გაიყიდება. ორშაბათიდან, ბილეთების შეძენა 11-დან 19 საათის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

დარჩენის შემთხვევაში, ბილეთები მატჩის დღესაც გაიყიდება. ფასი 3 და 5 ლარია და ყველა ბილეთი დანომრილია.

0.153787